ახალი ამბები

თოვლის გამო შეფერხება გზებზე

18 დეკემბერი, 2012 • 2078
თოვლის გამო შეფერხება გზებზე

დილის 10 საათისთვის თოვლის გამო საავატომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო წყნეთის გზატკეცილზე, ვაკისა და საბურთალოს გარკვეულ უბნებში. 

 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილის დაყრა დედაქალაქში ამ დროისთვისაც გრძელდება, თუმცა თოვლის გამო პრობლემების შექმნის შემთხვევაში მოქალაქეებს მაინც შეუძლიათ მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა. 

 

თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები საქართველოს რეგიონებშიც შეიქმნა. 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფაწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური- კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

 

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36–კმ46 (ვერონა–კობაძეები) მონაკვეთში, დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ინტესიური თოვის გამო ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37–კმ 56 მონაკვეთში ( ტყიბული–ნიკორწმინდა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

შეზღუდვებია სომხეთის საზღვართანაც, სადაც თოვლისა და ლიპყინულის გამო ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო გზის კმ76–კმ97 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

 

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი