ახალი ამბები

სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამჯერად ივლისამდე გახანგრძლივდა

27 მარტი, 2017 • 1603
სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამჯერად ივლისამდე გახანგრძლივდა

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების სია მთავრობას 2017 წლის 1 ივლისამდე უნდა წარედგინოს. – ამ ცვლილებით მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

ცვლილებების შეტანამდე მთავრობისთვის კანდიდატების სიის წარდგენის საბოლოო ვადა 1 აპრილი იყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი 2017 წლის იანვარში უნდა აერჩიათ, თუმცა კანდიდატთა სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

სპეციალური კომისია, შემდეგ კი მთავრობა, შემოსული აპლიკანტებიდან სამ კანდიდატს ამოარჩევს და ევროპის საბჭოს კომიტეტს წარუდგენს. საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს პლენარულ სესიაზე მიიღება. ვიდრე ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე ნინა წოწორია აგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი