ახალი ამბები

პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭირა მხარი

17 დეკემბერი, 2012 • 1044
პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭირა მხარი

საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა  83 ხმით 0–ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

 

საქართველოს კანონის პროექტი “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა 88 ხმით 0–ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

 

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ -80 ხმით 4 ის წინააღმდეგ. აღნიშნული კანონპროექტი ვიქტორ დოლიძის მიერ იყო ინიცირებული. შრომის კოდექსზე მეორე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც კობა დავითაშვილის მიერაა შემუშავებული, პარასკევამდე გადაიდო. 

 

რაც შეეხება “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანას, პარლამენტმა ის  75 ხმით 14–ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი