ახალი ამბები

საია-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

17 დეკემბერი, 2012 • 979
საია-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

კახა კოჟორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
კახა კოჟორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

კოჟორიძე თამარ ჩუგოშვილს შეცვლის, რომელიც საიას ბოლო ორი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება საია–ს ახალ თავმჯდომარეს, ის ამავე ორგანიზაციაში იურიდიული დახმარების ცენტრს ხელმძღანელობდა, თუმცა ბოლო დროს ორგანიზაციიდან წასული იყო.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი შესაძლოა კახა კოჟორიძე გამხდარიყო, “ნეტგაზეთმა” დღეს დილით გაავრცელა, თუმცა ჩვენთან საუბარში თავად კოჟორიძე ამას უარყოფდა და  აცხადებდა, რომ ის არ აპირებდა ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრად ორგანიზაციის წევრებმა აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. გამგეობა მთლიანობაში 21 წევრისგან შედგება.

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნდა საქართველოში 1994 წელს და მას შემდეგ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს ადამიანის უფლებების დაცვა და მონიტორინგი წარმოადგენს.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ასევე მოქმედებს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, რომელიც მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს უფასო სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფს ადგილობრივ სასამართლოებსა და სტრასბურგის სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი