ახალი ამბები

რიმა ბერაძე: ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებს 3-3 ათას ლარს ვთავაზობთ

27 მარტი, 2017 • 1670
რიმა ბერაძე: ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებს 3-3 ათას ლარს ვთავაზობთ

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის,  რიმა ბერაძის განცხადებით, დღეს თბილისის მერის სარეზერვო ფონდი 1 050 000 ლარს შეადგენს და ეს თანხა მთლიანად მოხმარდება ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს.

რიმა ბერაძის თქმით, ოცი დღის წინ, როდესაც ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებმა საკრებულოს მიმართეს, თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“, უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, ამ საკითხის მოგვარებაში ჩაერთო.

“თავდაპირველად, ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მიერ წარმოდგენილ სიაში 273 ადამიანი იყო. აღნიშნული სიის მიხედვით, თანხის გაცემის შემთხვევაში, თითოეული დაზარალებულისთვის გაცემული ერთჯერადი დახმარება, ბუნებრივია, უფრო მეტი იქნებოდა, თუმცა პარასკევს წარმოდგენილ სიაში დაზარალებულთა რიცხვი 347-მდე გაიზარდა. შესაბამაისად, თითოეულზე გასაცემი თანხის რაოდენობა შემცირდა.”

მისივე განცხადებით, იმ დაზარალებულებს კი, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ, რაიონულ გამგეობებთან დამატებით შუამდგომლობას გაუწევვენ.

“ისინი ჩვენს მიერ შეთავაზებული სამი ათასი ლარის გარდა დამატებით იღებენ სოციალურ დახმარებას. თუკი ჩემს მიერ გაკეთებული ეს შეთავაზება არის ზეწოლა და მუქარა, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

დღეს, 27 თებერვალს “ბავშვთა სამყაროს” დაწვით დაზარალებულებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს და საელჩოს წარმომადგენელს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ისინი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, საბანკო ვალდებულებების შეჩერებას და 5 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მოითხოვენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი