ახალი ამბებისამართალი

დამნაშავეა! – ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს

27 მარტი, 2017 • 2264
დამნაშავეა! – ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აზადა ო.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის 28 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში საქართველოს მოქალაქეებმა – აზადა ო.-მ, ელნურ ა-მ და ვუგარ გ.-მ  სამი ადამიანის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა ჩაიდინეს.

“აღნიშნულმა პირებმა მძინარე მდგომარეობაში მყოფი ელნაზ შარიფოვა გაგუდეს, ხოლო  ასევე  მძინარე მდგომარეობაში მყოფ ამ უკანასკნელის დას, ემა შარიფოვას და მის შვილიშვილს, სახიბ გასანოვს დანით  მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ორივეს  ყელი გამოჭრეს”, – აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა აზადა ო., ელნურ ა. და ვუგარ გ. 2016 წლის 8 ივლისს ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის„ა“ ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში  განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით)  წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზადა ო.-ს სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გაიმართა, ვინაიდან მან და მისმა ადვოკატმა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზადა ო-ს სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აზადა ო.-ს თანამზრახველებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ვინაიდან უარი განაცხადეს, მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, ელნურ ა.-სა და ვუგარ გ.-ს  ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ამჟამად ის თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი