ახალი ამბებისამართალი

ტრანსგენდერი ქალის შეურაცხყოფის საქმეს პოლიცია იძიებს

26 მარტი, 2017 • 2943
ტრანსგენდერი ქალის შეურაცხყოფის საქმეს პოლიცია იძიებს

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაცია ამ თავდასხმის შესახებ იურისტმა ნინო ბოლქვაძემ გაასაჯაროვა.

“კეფაში წამოარტყეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. გამოძახებული ტაქსი რომ არ მოსულიყო დროზე, სცემდნენ კიდეც. ახლა პოლიციაშია”, – წერს ბოლქვაძე ფეისბუკში.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება მართლაც შევიდა, რის საფუძველზეც პოლიციამ საქმის შესწავლა დაიწყო. შსს-ს ცნობით, დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც განმცხადებლის თქმით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციაში მათი გამოკითხვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი