ახალი ამბები

ვინ იქნებიან შპს “რუსთავი 2 ჩემიას” წილების მფლობელები?

26 მარტი, 2017 • 5677
ვინ იქნებიან შპს “რუსთავი 2 ჩემიას” წილების მფლობელები?

25 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა მხარი დაუჭირეს შპს “რუსთავი 2 ჩემიას” შექმნას, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თანამშრომლებიც ნაწილი ამ გადაწყვეტილებას და არც შპს-ში წილების განაწილებას არ ეთანხმება.

ამ შპს-ს შექმნის საკითხი დადგა მას შემდეგ, რაც ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტვ საქართველოს 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ. ტელეკომპანია საქართველო, თავის მხრივ, ფლობს 51%-ს ტელეკომოპანია რუსთავი 2-ში.

შპს-ის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება ნიკა გვარამიამ 25 მარტს, დილით გააკეთა. ამ განცხადებას ფეისბუკის საშუალებით უპასუხა ლევან ყარამანიშვილმა. მისი განცხადებიდან ჩანს, რომ შპს-ის შექმნას ძმები არ ეთანხმებიან.

მიუხედავად ამისა, დღეს შეკრებილმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს შპს-ის დაარსება.

შეხვედრის ჩანაწერი, სადაც წარმომადგენლები აირჩიეს, რუსთავი 2-მა ეთერში გაუშვა.

როგორც ეთერში გასული კადრებიდან ჩანს, შეკრებილი თანამშრომლების უმრავლესობა მხარს უჭერს შპს “რუსთავი 2 ჩემიას” შექმნას, რომელსაც უნდა ფლობდეს არა ყველა თანამშრომელი, არამედ ამ თანამშრომლების წარმომადგენლები.

თანამშრომლებმა ასევე იმსჯელეს, უნდა მიეღოთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა “ნანუკას შოუს” და ფორმულა კრეატივს, რომლებიც ტელეკომპანიის თანამაშრომლები არ არიან და პროდუქტს გარედან აწვდიან. თავდაპირველად, ხმები გაიყო, თუმცა, საბოლოოდ, ტელეკომპანიის კოლექტივი შპს-ის მმართველობაში მათ მონაწილეობას დათანხმდა.

გადაცემა “კურიერს” შპს-ს მმართველობაში ყველაზე ფართო – 6-კაციანი წარმომადგენლობის უფლება მისცეს. მათი ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი და კურიერის გუნდმა უნდა აირჩიოს. ასევე არ არის ცნობილი, თუ ვინ იქნება PS-ის წარმომადგენელი და ისიც ამ პროგრამის გუნდმა უნდა აირჩიოს.

  1. ნანუკას შოუ
  2. ფორმულა კრეატივი
  3. ზაალ უდუმაშვილი
  4. გიორგი ლაფერაშვილი
  5.  კურიერის ჟურნალისტი ან პროდიუსერი
  6. კურიერის ჟურნალისტი ან პროდიუსერი
  7. კურიერის ჟურნალისტი ან პროდიუსერი
  8. კურიერის ოპერატორი
  9. კურიერის დელისის თანამშრომელი
  10. კურიერის მემონტაჟე
  11. დუდუ კურდღელია
  12. გოჩა ქუმსიაშვილი
  13. დემნა ჯაფარიძე
  14. გიორგი ხაბურძანია
  15. ზურაბ კიწმარიშვილი
  16. ჯანო ჟვანია
  17. ნინო არაზაშვილი
  18. ნენე კვინიკაძე
  19. ნათია შუბითიძე
  20. გიორგი წიკლაური
  21. ოლგა სტირინა
  22. გიორგი ჯაფარიძე
  23. თამთა მურადაშვილი
  24. დიტო საძაგლიშვილი
  25. გიორგი გაბუნია
  26. ეკა სარია
  27. PS-ის ჟურნალისტი
  28. აკაკი გოგიჩაიშვილი
  29. პაატა იაკობაშვილი
  30. მაია ასათიანი
  31. კომედი გრუპი
  32. ნოდარ მელაძე
  33. ნიკა გვარამია
  34. კახა ბაზიერი
  35. ალექსანდრე შათირიშვილი
  36. დავით ფიფია
  37. ბელა გუტიძე
  38. თამილა გველესიანი
  39. ნინო ნაკაშიძე
  40. ვანო ჯავახიშვილი

ამ მასალის ეთერში გასვლის შემდეგ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ რუსთავი 2-ის ბევრი თანამშრომელი არ ეთანხმება იმას, რაც ეთერში გადის და არც ამ მასალის გაშვება სურდა ბევრ თანამშრომელს.

“არანაირი წილი არ მინდა. არავისი. “წილები გადმომიფორმეს” და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა,”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. თუმცა, ასევე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მეორე სტატუსში აღნიშნა, რომ გუნდში დაპირისპირება არ არის.

 

DSC_2639

მასალების გადაბეჭდვის წესი