ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგნა

25 მარტი, 2017 • 1898
ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგნა

საქართველოს სახალხო დამცველმის აპარატის ცნობით, უჩა ნანუაშილმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეზე, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალის სექსუალურ შევიწროებას ეხება. ამ საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში კავშირი „საფარი“ წარმოადგენს.

“შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დისკრიმინაციის ამ ფორმის მსხვერპლები, როგორც წესი, არიან ქალები, თუმცა, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ისინი უარს ამბობენ დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე. ერთი მხრივ, მსხვერპლისთვის რთულია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო მსხვერპლი თავს არიდებს სხვა პირებთან თუ ორგანიზაციებთან მსგავსი ფაქტების შესახებ საუბარს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხებზე სწორი პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, ვინაიდან ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი, საერთო სასამართლოების პრაქტიკა კი ამ მხრივ ძალიან მწირია,”- აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი