ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი საკუთარი ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტს არ განიხილავს

24 მარტი, 2017 • 3176
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი საკუთარი ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტს არ განიხილავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით ტვირთების გატარების წინადადებით მათთვის არც ერთ მხარეს არ მიუმართავს.

“სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით ტვრითების ტრანზიტის შესაძლებლობა არ განიხილება რესპუბლიკაში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დროს დაისვა ეს საკითხი. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ამ საკითხს მომავალში განვიხილავთ? არა, არ განვიხილავთ, რადგან არავის – არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან ჩვენთვის არ მოუმართავს”.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით სატრანზიტო კოროდორების ამოქმედების შესახებ პრაღაში აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის დროს იმსჯელეს. საქმე შეეხება 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო დერეფნების ამოქმედებას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი