ახალი ამბები

გვარამია: ყარამანიშვილების წინადადებას ვპასუხობთ უარით

23 მარტი, 2017 • 4406
გვარამია: ყარამანიშვილების წინადადებას ვპასუხობთ უარით

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი თანამშრომლებთან  ერთად “კურიერის”  პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა რუსთავი 2-ის 80% -ის მფლობელების შეთავაზებას და განაცხადა, რომ ყარამანიშვილების წინადადებას პასუხობენ უარით.

ლევან და გია ყარამანიშვილებმა დღეს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ რუსთავი 2-ის მათი კუთვნილი 80%-დან მზად არიან წილების 40%-ს ტელეკომპანიის თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადასცენ.

განცხადებაშიის მიხედვით,   იმის გამო, რომ ტელევიზია  ამჟამად დაყადაღებულია და მის გასხვისებას, წილების გადაცემას რეალურად ვერ შეძლებენ,  ყარამანიშვილები მზად არიან,  ხელშეკრულებები ახლავე გააფორმონ იმ პირობით, რომ ყადაღის მოხსნისთანავე წილის გადაცემა ძალაში შევიდეს.

“მადლობას ვუცხადებთ მათ ამ წინადადებისთვის, თუმცა ვპასუხობთ უარით”, განაცხადა გვარამიამ და მათი ეს გადაწყვეტილება პუნქტობრივად ახსნა:

” 1. ამჟამად ყადაღის ქვეშ არსებული 40%-იანი წილის გადმოცემა პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამეთუ, რუსთავი 2 -ის წესდების შესაბამისად, საჭიროა ყველა მეწილის, მათ შორის ნინო ნიჟარაძის, რომელიც 9% ფლობს, თანხმობა.  ამგვარი თანხმობა არ არსებობს და, შესაბამისად, წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს ფიქციას, რაც, როგორც ჩანს, ძმებ ყარამანიშვილებს გამორჩათ მხედველობიდან.

2. ამას გარდა, რაც მთავარია, კომპანიის 40%-იანი წილის გადაცემა არ ცვლის საქმის ვითარებას არსებითად, რადგან გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია “საქართველოს”, რომელიც ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, ტელეკომპანიის 51%-იან წილს ფლობს და ტელეკომპანია “საქართველოს”  მფლობელებიც არიან ძმები ყარამანიშვილები. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება შინაარსობრივადაც ერთგვარი ფიქტიურია, რადგან კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართულობის გარანტიას ვერანაირად ვერ ქმნის”. 

გვარამია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლების სახელით  საპასუხო ინიციატივით გამოვიდა:

” საკუთრებაში გადმოგვეცეს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც ფაქტობრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა ტელეკომპანიაში საქმის ვითარების როგორც რეალურად, ისე ფიქტიურად შესაცვლელად”. 

ნიკა გვარამიას  თქმით, ტელეკომპანია “საქართველო” არ არის დაყადაღებული და მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირების თანხმობა.  ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს.  

“მისი კოლექტივისთვის გადმოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელევიზიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. საამისოდ მათ მიერ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან სწორედ მათ წინაშე. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ასეთ შემთხვევაში დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები რუსთავი 2-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით. და მათ შორის არც ფორმალური სამართლებრივი საფუძველი არ ექნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით.  და მხოლოდ ჩვენ, უკვე ფორმალურ სამართლებრივადაც სრულად და დამოუკიდებლად ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე.” 

 

[ტექსტი გრძელდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი