ახალი ამბები

სავარაუდო თავდასხმამდე ბელგიის პოლიციამ მძღოლი დააკავა

23 მარტი, 2017 • 2220
სავარაუდო თავდასხმამდე ბელგიის პოლიციამ მძღოლი დააკავა

ბელგიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ანტვერპში პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩის მიმართულებით ავტომობილით მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.  სამართალდამცავების განცხადებით, მძღოლი, რომელიც შენიღბული იყო, პოლიციამ დაკავა. დამატებით ინფორმაციას ბელგიის პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

როგორც ბელგიის პოლიციის სპიკერმა განაცხადა, ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ბელგიაში განვითარებულ მოვლენებს წინ უსწრებს ლონდონში, პარლამენტის შენობასთან გუშინ, 22 მარტს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა. თავდამსხმელმა ლონდონში ვერსთმინსტერის ხიდზე მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდგომ პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა და პალრამენტის შენობასთან ცეცხლი გახსნა. შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიციამ მოახერხა თავდამსხმელის ლიკვიდაციაც, 7 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომაროებაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

BBC-ის ცნობით, ლონდონში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო. ორგანიზაციამ თავად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი “ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი” იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი