ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა შოთა ქადაგიძე აირჩია

23 მარტი, 2017 • 2888
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა შოთა ქადაგიძე აირჩია

დღეს, 23 მარტს პარლამენტმა ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეთხუთმეტე წევრად შოთა ქადაგიძე აირჩია. ქადაგიძე 90 ხმით აირჩიეს.

წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: იგორ კოპალიანი, ამირან ზენაიშვილი, ცისმარ ონიანი, მარიამ ცისკაძე, შოთა ქადაგიძე, გრიგოლ გაგნიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან.  საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს, ხოლო 1 წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 14 წევრი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა – ნინო გვენეტაძე,  საბჭოს მდივანი – ლევან მურუსიძე, ხოლო წევრები: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ევა გოცირიძემ ილონა თოდუა, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ მჭედლიშვილი, პაატა სილაგაძე, კახაბერ სოფრომაძე, ლევან თევზაძე და სერგო მეთოფიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი