ახალი ამბები

კიევში დუმის ყოფილი დეპუტატი მოკლეს

23 მარტი, 2017 • 1423
კიევში დუმის ყოფილი დეპუტატი მოკლეს

უკრაინის დედაქალაქში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ ორი მამაკაცი მოკლეს. როგორც უკრაინული გამოცემები იუწყებიან, მოკლულთაგან ერთი რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვია. კიევის პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლევლობა წინასწარ არის დაკვეთილი.

თუმცა მეორე პირის გარდაცვალებას არ ადასტურებს “უკრაინსკაია პრავდა”. გამოცემა წერს, რომ მეორე პირი, რომელიც სავარაუდოდ ვორონენკოვის პირადი მცველია, მძიმედ არის დაჭრილი.

როგორც ილია პონომარევი, ასევე დუმის ყოფილი წევრი წერს, რომ ვორონენკოვი მასთან შესახვედრად მიდიოდა.

ვორონენკოვის მკვლელობა. ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuters

ვორონენკოვის მკვლელობა. ფოტო: Valentyn Ogirenko/Reuters

დენის ვორონენკოვმა რუსეთი 2016 წელს დატოვა  და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ის აცხადებდა, რომ მას რუსული სპეცსამსახურები სდევნიდნენ და თავად თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე. გარდიანი წერს, რომ ვორონენკოვი მკაცრად აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას, თუმცა მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას. ამის გამო უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ქვეყანაში უკმაყოფილება მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მკვლელობა უკვე შეაფასა “რუსული სახელისუფლებო ტერორიზმის” გამოვლინებად და განაცხადა, რომ მომხდარი რუსული სპეცსამსახურების ნახელავს ჰგავს, თუმცა რუსეთის დუმაში განცხადებას აბსურდულს უწოდებენ. დუმის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი იმედოვნებს, რომ “მკვლელი და ის, ვინც ამის უკან იდგა”, გამოვლინდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი