ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შს მინისტრი აცხადებს, რომ არკვევენ, შევიდა თუ არა საქართველოდან სომხეთში სარაკეტო დანადგარი

23 მარტი, 2017 • 3124
შს მინისტრი აცხადებს, რომ არკვევენ, შევიდა თუ არა საქართველოდან სომხეთში სარაკეტო დანადგარი

სომხური მხარის განცხადების საპასუხოდ, რომ საქართველოდან სომხეთში საბრძოლო იარაღი – სარაკეტო დანადგარი შეჰქონდათ, საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ქართულ მედიასთან კომენტარს აკეთებს: 

”ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ ტრანზიტად საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. კი, ბატონო, შეიძლება ისინი ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და აუცილებლად საზოგადოებას ვამცნობთ ამის შესახებ,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოდან სომხეთში სარაკეტო დანადგარის შეტანის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია გუშინ, 22 მარტს გახდა ცნობილი. 

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის ოპოზიციური ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი და მთიანი ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი დაკავებულია. გამოძიების ცნობით, “არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსის დავალებით, საქართველოდან სომხეთში საბრძოლო იარაღი – სარაკეტო დანადგარი შეჰქონდათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი