ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი: ციხის ცხოვრება დანაშაულებრივი იყო

13 დეკემბერი, 2012 • • 4161
არჩილ კბილაშვილი: ციხის ცხოვრება დანაშაულებრივი იყო

კბილაშვილი
კბილაშვილი

 

ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხზე” , გადაცემა “მთავარ კითხვაში” გააკეთა.

 

“ციხის თემატიკის შესწავლა ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ციხის ცხოვრება იყო დანაშაულებრივი და გამონაკლისი ხასიათი ჰქონდა უფლებების არდარღვევას. ჩვენ ვაჯგუფებთ მსგავს საკითხებს, ვაჯგუფებთ პირებს, ვის მიმართაც ჩადენილია მეტნაკლებად იდენტური დანაშაული, ასევე, პირებს, ვინც ეს ჩაიდინა და ვახდენთ მათ შესწავლას. ამას გარკვეული დრო სჭირდება” – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

 

მთავარი პროკურორის თქმით, ამ განცხადებების განხილვის შესაძლებლობა ადამიანური რესურსების მხრივ რთულია:

“ეს არის ისეთი ინფორმაციული ნაკადი, რომელშიც ისეთი სისასტიკის ინფორმაციები გვხვდება, რომ მათ ჯეროვან შესწავლას და გადამოწმებას საკმაო დრო სჭირდება. ყველა შესწავლილი საქმე საზოგადოებისთვის საჯარო იქნება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი