ახალი ამბები

ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან შესაძლო კავშირის გამო პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა

23 მარტი, 2017 • 1329
ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან შესაძლო კავშირის გამო პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა

ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობასთან გუშინ, 22 მარტს მომხდარ თავდასხმასთან შესაძლო კავშირის გამო 7 ადამიანი დააკავეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა,  რომლის ვინაობაც ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენიმე ფეხით მოსიარულეს ვესთმინსტერის ხიდზე ავტომობილით გადაუარა, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან პოლიციელი დაჭრა და ცეცხლი გახსნა.

თავდახსმას, რომელიც სკოტლენდ იარდმა ტერორიზმად შეაფასა, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციამ შეძლო თავდამსხმელის ლიკვიდაციაც. BBC-ის ინფრომაციით, შემთხვევის შედეგად 7 დაშავებული კვლავ კლინიკაში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.  საავადმყოფოში სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით 29 ადამიანი გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, ტერორისტი მარტო მოქმედებდა, თუ რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით. პოლიცია ორივე ვერსიაზე მუშაობს.

ფოტო: EPA

ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი