ახალი ამბები

ეკა ბესელია: სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა ძალიან საინტერესოა

23 მარტი, 2017 • 1221
ეკა ბესელია: სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა ძალიან საინტერესოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა საინტერესოა.

“დეტალებზე ვერ გესაუბრებით, სიღრმისეულად არ ვიცნობ. ზოგადად, იდეა ძალიან საინტერესო. საუბარია ახალი ტიპის მიდგომებზე და აქტივობებზე. პრემიერის ეს ხედვა ძალიან საინტერესოა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 23 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ “ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება”.

პრემიერის თქმით, ეს იქნება ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. მისივე განცხადებით, ეს პროექტი მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი – ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი