ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოდან სომხეთში სარაკეტო დანადგარის შეტანის საქმეზე პოლიტიკოსი დააკავეს

23 მარტი, 2017 • 4047
საქართველოდან სომხეთში სარაკეტო დანადგარის შეტანის საქმეზე პოლიტიკოსი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის ოპოზიციური ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი და მთიანი ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი დაკავებულია. გამოძიების ცნობით, “არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსის დავალებით, საქართველოდან სომხეთში საბრძოლო იარაღი – სარაკეტო დანადგარი შეჰქონდათ”.

სარაკეტო დანადგარის შეტანის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია გუშინ, 22 მარტს გახდა ცნობილი. 

ოპოზიციის, კერძოდ, ბლოკის “ოგანიანი-რაფი -ოსკანიანი” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის დაკავება წინასაარჩევნო პერიოდში [2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება], პოლიტიკურად მოტივირებულია. ისინი აცხადებენ, რომ მისი დაკავება მოსალოდნელი იყო [12 მარტს მმართველი პარტიისა და აღნიშნული ოპოზიციური ბლოკის მხარდამჭერთა შეირაღებული დაპირისპირებაც მოხდა].

შესაბამისად, ბლოკი მიმართავს პოლიტიკურ ძალებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მომხდარ ფაქტს შეფასება მისცენ.

სამველ ბაბაიანი; ფოტო: kavkazski uzel

სამველ ბაბაიანი; ფოტო: kavkazski uzel

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი