ნახშირი

FAO: ყოველდღიურად სითბური გაზების 7% შეშისა და ნახშირის წვით გამოიყოფა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველდღიურად მსოფლიოში სითბური გაზების 7% ატმოსფეროში შეშისა და ნახშირის წვის შედეგად გამოიყოფა. რასაც ძირითადად ტყის არამდგრადი მენეჯმენტი და ნახშირის არაეფექტური წარმოება უწყობს ხელს.

ანგარიშის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი საყოფაცხოვრებო და კომერციული მიზნებისთვის ენერგიის ისეთ ტრადიციულ მეთოდებს იყენებს, როგორებიცაა შეშა და ნახშირი. მსოფლიოში 2.4 მლნ. ადამიანზე მეტი შეშას და ნახშირს ყოველდღიურად საკვების მოსამზადებლად, გასათბობად, აგურის გამოსაწვავად და სხვა პირადი თუ კომერციული მიზნებისთვის იყენებს. დამწვარი ხეების 17% ხის ნახშირად გარდაიქმნება.

სავარაუდოა, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ხის ნახშირის წარმოების სექტორი, რომელიც ძირითადად არაფორმალურია, 40 მლნ.-მდე ადამიანისათვის შემოსავლის წყაროა. ასევე, რეგულაციების ნაკლებობა რესურსის არაეფექტურად გამოყენებას ახალისებს და სახელმწიფო მილიონობით დილარის შემოსავალზე ამბობს უარს.

მკვლევართა განცხადებით, წარმოებისა და საწვავის საყოფაცხოვრებო გამოყენების შედეგად გამოყოფილი სითბური გაზები მწვანე საფარის განადგურებისა და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

კველვის თანახმად, შეშისა და ნახშირის ტრადიციული მეთოდის გამოყენებიდან თანამედროვე ენერგიის წყაროებზე გადასვლით სითბური გაზების გამოტყორცნის 80%-ის შემცირებაა შესაძლებელი.

“მდგომარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია, სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო რეგულაციების და ტყეთა მართვის სისტემის დახვეწით. ამგვარი მიდგომით სახელმწიფოს შეუძლია, ერთი მხრივ, გააუმჯობესოს ტყეთა მართვიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოახდინოს აღნიშნული თანხების ინვესტირება სატყეო მენეჯმენტსა და სატყეო კონსერვაციის ტექნოლოგიებში.” – ვკითხულობთ კვლევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი