ახალი ამბები

შსს: აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

22 მარტი, 2017 • 3931
შსს: აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

დღეს, 19 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მონაწილე ორივე ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

აღნიშნული ინფორმაცია შსს-მ მოგვაწოდა, რომელიც ავარიის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტომობილის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 11 წლის გოგონა, რომელიც დედასთან ერთად იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, ხოლო დედა მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, აცხადებენ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი