ახალი ამბები

ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტი თავისი შენიშვნებით საპარლამენტო საქმიანობაში იჭრება

22 მარტი, 2017 • 1285
ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტი თავისი შენიშვნებით საპარლამენტო საქმიანობაში იჭრება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შენიშვნების მიცემა საპარლამენტო საქმიანობაში შეჭრაა.

“პარლამენტისთვის მითითება, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, ვფიქრობ, პირდაპირი შეჭრაა საპარლამენტო საქმიანობაში და მის ფუნქციაში. ასეთ დავალებებს არავისგან უნდა ვიღებდეთ კანონდმებლები. ვფიქრობ, კონსტიტუციური პრინციპების სრული აღრევა მოხდება, თუკი არ გაიმიჯნა ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო,” – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ძალიან პრინციპული საკითხია, შენიშვნები კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას ეხებოდეს და არა იმას,  რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის ქვეშ იქნება კონკრეტული სააგენტო:

“ვეტო არ ნიშნავს, რომ მოდელი დაგვიწეროს. თუ პრეზიდენტი მოდელს დაგვიწერს, მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტის საკანონმდებლო ფუნქციაში სრული აღრევა მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენება არის ამ მოვლენების პრინციპულად არასწორი გაგება. ამიტომ, ალბათ, საჭიროა, რომ ყველაფერი გააზრებული იყოს. შესაბამისად, ასეთ არგუმენტებს ვერ გავიზიარებთ.”

დღეს, 22 მარტს პარლამენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შასახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი