ახალი ამბები

ელენე ხოშტარია: პოლიცია გადასულია მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების ჩადებაზე

22 მარტი, 2017 • 1930
ელენე ხოშტარია: პოლიცია გადასულია მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების ჩადებაზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ რესპრესიული ნარკოპლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრა და პოლიციამ ნარკოტიკების ჩადებაც დაიწყო. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ბოლო დროს საზოგადოებაში მზარდი შეშფოთებაა, ადამიანები ჩივიან, რომ პოლიცია გადასულია თავისუფალი, პატიოსანი, წესიერი,  მოქალაქეების ტერორზე, ჩხრეკაზე, იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაყვანასა და ნარკოტიკების ჩადებაზე. ვალდებულები ხართ, რომ გამოხვიდეთ და ამ კითხვებს გასცეთ პასუხი,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, წლებია, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ძალიან მკაფიო გეგმა არის გამზადებული, ხოლო ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას არ ცლის:

“თქვენ ლიბერალიზაციის დაპირებით მოხვედით და არათუ ამ დაპირებას ასრულებთ, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრეთ პრაქტიკა.  თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, პირველ რიგში, თქვენ მოგაყენებთ ზიანს.  პოლიციის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესია, რომელიც რეფორმების შედეგად ადამიანების პატივისცემას იმსახურებდა და პატრულს დღეს ისევ აპირისპირებთ მოქალაქეებთან. ინსტიტუტი არ დარჩა, რომელსაც არ თელავთ და არ შეურაცხყოფთ.”

15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს, რომელიც თავს უკანონო პატრიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარშილაძეს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა  2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.  დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს, ხოლო საქმე ქრონიკა პლუსის ხელისუფლებისადმი კრიტიკული საქმიანობის გამო შეუკერეს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი – ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ სუს–ის თანამშრომლები ადრეც უთვალთვალებდნენ და ახლაც აგრძელებენ იმავეს მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამის შესახებ მან 21 მარტს ისაუბრა.

“ზუსტად ვიცით, სუს-ის თანამშრომლის მანქანა იდგა მინდიას [გოგოჭურის] სახლის წინ. არ ვიცი, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც დევნა და როგორც რეპრესიები, არ ვიცი,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა რუსთავი 2–ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი