ახალი ამბები

კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის სხდომა ვერ იწყება

22 მარტი, 2017 • 1471
კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის სხდომა ვერ იწყება

ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება. სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რეგისტრაცია დეპუტატებმა 12:50 საათზე გაიარეს.

რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა, სხდომის გასახსნელად კი 76 დეპუტატის დასწრება არის საჭირო. მეცხრე მოწვევის პარლამენტში კვორუმის პრობლემა დღეს პირველად შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს,  22 მარტს პარლამენტმა “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები უნდა განიხილოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი