ახალი ამბები

ალასკაში მიმავალ თვთმფრინავში გველი იპოვეს

22 მარტი, 2017 • 1816
ალასკაში მიმავალ თვთმფრინავში გველი იპოვეს

ალასკაში მდებარე ქალაქ ანკორიჯისკენ მიმავალ თვთმფრინავში გველი იპოვეს. როგორც BBC წერს, გველი კაბინაში წინა ფრენის შემდეგ მგზავრმა დატოვა.

მგზავრებს ბორტზე გველის არსებობის შესახებ პილოტმა შეატყობინა.

ეკიპაჟს მას შემდეგ შეატყობინეს კაბინაში გველის არსებობის შესახებ, როდესაც უცნობმა მგზავრმა განაცხადა, რომ ალასკაში მდებარე ქალაქ ანიაკში ჩაფრენის შემდეგ საკუთარი გველი ვეღარ იპოვა.

“თვითმფრინავში დაკარგული გველი გვყავს, მაგრამ, არ ვიცით, სად არის” – გამოაცხადა პილოტმა ფრენის მიმდინარეობისას.

ბაცი ყვითელი ფერის გველი, რომელიც თვითმფრინავში იპოვეს, შხამიანი არ იყო. გველი მგზავრებს შორის პირველად ერთ-ერთმა ბავშვმა შეამჩნია.

BBC წერს, რომ როდესაც ბიჭმა ქვეწარმავალი შენიშნა, გველს, სავარაუდოდ, ეძინა და ზემოდან ნაწილობრივ ნაჭრის ჩანთა ედო.
ბავშვის დედის განცხადებით, ბორტზე ამ ინფორმაციას დიდი პანიკა არ მოჰყოლია. როგორც მან გაიხსენა, გველი დაიჭირეს და ფრენის დარჩენილი დროის განმავლობაში ნაგვისთვის განკუთვნილ ტომარაში ჩასვეს.

BBC-ის ცნობით, მომხდარს შეფერხება არ გამოუწვევია და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე დროულად ჩაფრინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი