ახალი ამბები

ავტოავარია თბილისში – დაღუპულია არასრულწლოვანი, დედას კი ოპერაცია უტარდება

22 მარტი, 2017 • 14399
ავტოავარია თბილისში – დაღუპულია არასრულწლოვანი, დედას კი ოპერაცია უტარდება

დღეს, 22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა, დედა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, რომ არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა პოლიტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში განგვიცხადეს, რომ დაზარალებულს მოტეხილობები აქვს და საოპერაციოშია შეყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტომობილის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამ ტიპის დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პოლიციის ცნობით ამ ინცინდენტში ორი ავტომობილი ფიგურირებს. თვითმხილველების ცნობით, დედა-შვილის ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. დაღუპული არასრულწლოვანი სასკოლო ასაკისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი