ახალი ამბებისაზოგადოება

“სეზამის ქუჩის” პერსონაჟებს აუტიზმის მქონე თოჯინა დაემატა

22 მარტი, 2017 • 3204
“სეზამის ქუჩის” პერსონაჟებს აუტიზმის მქონე თოჯინა დაემატა

ამერიკული საბავშვო სატელევიზიო შოუს პერსონაჟებს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პერსონაჟი დაემატა. შოუ 1969 წლიდან გადის ტელეეკრანებზე და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო შინაარსს ატარებს.

“სეზამის ქუჩის” პირველი ეპიზოდები ეხმარებოდა მცირეწლოვან მაყურებელს, ადრეულ ასაკში შეესწავლათ რიცხვები, ანბანი და გაეუმჯობესებინათ ლექსიკა. უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში “სეზამის ქუჩა” უფრო წინ წავიდა და უფრო ამბიციური გეგმები დაისახა მიზნად. შოუ ახლა კონცენტრირებულია დაეხმაროს ბავშვებს სოციალური საკითხების გააზრებაში და ხელი შეუწყოს მათ დაახლოებას სხვებთან სათამაშო მოედნებსა და სკოლაში.

შოუს ბოლო ინიციატივა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პერსონაჟის დამატებაა. ახალი პერსონაჟი, ჯულია 4 წლის გოგონაა. ჯულიას “სეზამის ქუჩის” შოუში ამერიკელი ქალი მსახიობი გააცოცხლებს, რომლის შვილის დიაგნოზიც აუტიზმია. ჯულია შოუს პერსონაჟებს 10 აპრილიდან შეუერთდება. სატელევიზიო გადაცემის ავტორების თქმით, ახალი პერსონაჟი დაეხმარება ბავშვებს, გაიაზრონ აუტისტური ქცევის განსხვავებული ასპექტები და მიიღონ ისინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი