ახალი ამბები

Wings for Life – მსოფლიო რბენა კახეთში 7 მაისს გაიმართება

22 მარტი, 2017 • 2127
Wings for Life – მსოფლიო რბენა კახეთში 7 მაისს გაიმართება

Wings for Life – მსოფლიო რბენა კახეთში, რომელსაც საქმელმოქმედო მიზნები აქვს, 2017 წლის 7 მაისს გაიმართება.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის საფასური 30 ლარი იქნება და, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

გარბენი კახეთში სათავეს აიღებს თელავი-ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტის ტბის გადასახვევ ნიშნულთან. ღონისძიება ღიაა ყველა პირისთვის, რომლებსაც გარბენის დღეს შეუსრულდათ მინიმუმ 18 წელი ან არიან უფროსები.

მონაწილეების რეგისტრაცია 21 მარტს დაიწყო ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. რეგისტრაცია 4 მაისს, 15:00 საათზე დასრულდება.

მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 7 მაისის გარბენი ჩატარდება სამინისტროს ორგანიზებით, ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” და “რედბულის“ მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი