ახალი ამბები

ქვეყნები, საიდანაც ხელბარგით ელექტრომოწყობილობებს ვერ შეიტანთ აშშ–სა და ბრიტანეთში

21 მარტი, 2017 • 5673
ქვეყნები, საიდანაც ხელბარგით ელექტრომოწყობილობებს ვერ შეიტანთ აშშ–სა და ბრიტანეთში

გაერთიანებული სამეფოსა და აშშ–ის მთავრობებმა აკრძალვები გამოაცხადეს ხელბარგით თვითმფრინავის კაბინაში ელექტრონული მოწყობილობების შეტანაზე იმ მგზავრებისთვის, რომლებიც პირდაპირი რეისით ჩაფრინდებიან ამ ქვეყნებში შემდეგი ქვეყნებიდან:

ბრიტანეთის შემთხვევაში აკრძალვა ეხება ავიარეისებს თურქეთიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ტუნისიდან, საუდის არაბეთიდან.

აშშ–ის შემთხვევაში 8 ქვეყნის 10 აეროპორტს შეეხება აკრძალვა, ესენია: კასაბლანკა–მაროკო, სტამბული –თურქეთი (ათათურქის აეროპორტი), ქაირო – ეგვიპტე, ამანი – იორდანია, ჯიდა – საუდის არაბედი, ერ–რიადი – საუდის არაბეთი, ქუვეითი, დოჰა–ყატარი, აბუ–დაბი – არაბეთის გაერთიანებული საემიროები, დუბაი – არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

აკრძალვები შეეხება ლეპტოპებს, ტაბლეტებს, დვდ პლეერებს. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს განპირობებულია საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით და არის “აუცილებელი, ეფექტური და პროპორციული”. აშშ–ის მთავრობის თქმით კი, ამ მოწყობილობებში შეიძლება დამალული იყოს ასაფეთქებელი საშუალებები.

BBC–ის ცნობით, აკრძალული იქნება ყველა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც იქნება 16 სმ–ზე მეტი სიგრძის, 9.3სმ–ზე მეტი სიგანის და 1.2სმ–ზე მეტი ფართის. ეს შეეხება სმარტფონებსაც, რომლებიც ამ ზომებს აღემატება.

ბრიტანეთის მთავრობა აქვეყნებს 17 ავიაკომპანიის სიას, რომლის მგზავრებსაც შეიძლება შეეხოს ეს აკრძალვები, ესენია: British AirwaysEasyJetJet2.comMonarchThomas CookThomsonTurkish AirlinesPegasus AirwaysAtlas-Global AirlinesMiddle East AirlinesEgyptairRoyal JordanianTunis AirSaudia.

აშშ–ის აკრძალვები შეეხება 9 ავიაკომპანიას, ესენია – Royal Jordanian, EgyptAir, Turkish Airlines, Saudi Arabian Airlines, Kuwait Airways, Royal Air Maroc, Qatar Airways, Emirates and Etihad Airways.

მასალების გადაბეჭდვის წესი