ახალი ამბები

ანონსი – 22 მარტი

21 მარტი, 2017 • 1452
ანონსი – 22 მარტი

გთავაზობთ 22 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


10:30 – ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსსსიპ ინოვაციების სააგენტოს,  სკანდინავიურ – ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტებისთავმჯდომარეები ეწვევიან. სტუმრები დაათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს და გაეცნობიან  სააგენტოსპროგრამებსა და პროექტებს.


11:00 – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მისამართი  – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; წერეთლის გამზ 144.


11:30 – პარლამენტის ბიუროს სხდომა, ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი;


12:00 – პარლამენტის პლენარული სესია, ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი;


12:00 – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი პროგრამის – პერსონალური ინფლაციის კალკულატორის პრეზენტაციას გამართავს. მის: საჯარო ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა # 7


13:00 – საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით და „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის“ ჩართულობით გაიმართება უანგარო დონორთა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციაშიმონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ქუთაისი, პარლამენტის შენობა;


14:00 – თბილისში სასტუმრო ,,Rooms hotel“-სა (მის:კოსტავას ქ.#14) მართლმსაჯულების სტრატეგიისა და განვითრების კომიტეტის სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა გაიმართება.


18:30 – მწერალთა სახლში გაიხსნება გამოფენა „ომი ჩემი ფანჯრიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი