ახალი ამბები

ევროპის საბჭოს განცხადება აფხაზეთში არჩევნებსა და სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმზე

21 მარტი, 2017 • 1900
ევროპის საბჭოს განცხადება აფხაზეთში არჩევნებსა და სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმზე

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა დაგმო ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში და ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ახლახან საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა „არჩევნები“. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპრილის თვეში ჩაატარებს რეფერენდუმს რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივები არის უკანონო, აფერხებს საქართველოს ლეგიტიმური სუვერენიტეტის გავრცელებას ამ ორ რეგიონზე და ხელს უწყობს რეგიონების შემდგომ იზოლირებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან,“ – აღნიშნა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ.

„ევროპის საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთიანობა არის ჩვენს ქვეყნებში რეგიონული განზომილების განვითარების პირველი გარანტია,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი