ახალი ამბებიტექნოლოგიები

თბილისში ონლაინ სუპერმარკეტი bigmarket.ge გაიხსნა

21 მარტი, 2017 • 4214
თბილისში ონლაინ სუპერმარკეტი bigmarket.ge გაიხსნა

თბილისში გაიხსნა ონლაინ სუპერმარკეტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთონ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები.

ონლაინ სუპერმარკეტის ვებსაიტი bigmarket.ge საშუალებას აძლევს მომხმარებელს, საიტზე შექმნას “საყიდლების სია”, შეინახოს და დაარედაქტიროს ნებისმიერ დროს პროდუქციის გამოწერამდე.

„საყიდლების სია“ არ მოითხოვს მომხმარებლის სხვადასხვა გვერდზე გადაადგილებას, რაც პროექტის ავტორების აზრით, ძალზედ კომფორტულია მომხმარებლისთვის.

ონლაინ სუპერმარკეტი

ონლაინ სუპერმარკეტი

ვებსაიტზე ნახავთ პროდუქციას, რომელზეც ვრცელდება ვაუჩერული ფასდაკლებები, სპეციალური ფასდაკლებები, კუპონური ფასდაკლებები, იმეილ ფასდაკლებები.

ავტორები ამბობენ, რომ დასაწყისისთვის პროდუქციის მიწოდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება. მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ ვიზა/მასტერქარდ ბარათების საშუალებით, ასევე შესაძლებელია ხელზე გადახდა კურიერთან.

მომხმარებლებს ამ მომსახურებით სარგებლობა კვირაში 7 დღე შეეძლებათ.

დამფუძნებლები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში მიზნად ისახავენ განახორციელონ „მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამა“, რის შედეგადაც მეწარმეებს შეეძლებათ, თავად განათავსონ პროდუქცია საიტზე, მართონ ფასები და ნაშთები და მიიღონ მზარდი შემოსავალი.

ონლაინ სუპერმარკეტი

ონლაინ სუპერმარკეტი

პროექტის ავტორები აპირებენ, რომ Android და IOS მობილური აპლიკაციები შექმნან, ასევე მზადაა ვებსაიტის ინგლისურენოვანი სისტემა.

პროექტისთვის მზადება 2016 წლის დასაწყისში დაიწყო და საიტი 2017 წლის 20 მარტს გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი