ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესებს აფხაზურ ენაზეც აქვეყნებს

21 მარტი, 2017 • 2084
ქართული მხარე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესებს აფხაზურ ენაზეც აქვეყნებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქართულთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესებს აფხაზურ ენაზეც აქვეყნებს.

ქართული მხარე ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობას აფხაზურ და ოსურ მხარეებს სთავაზობს. აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის გამოყენებაზე ქართული მხარის მიერ განცახდებებიც გაკეთდა. ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. აფხაზური მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება, ქართული მხარის შეთავაზებას აფასებს, როგორც ოფიციალური თბილისის მორიგ მცდელობას, აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართოს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების შემდეგ ქართული მხარის შეთავაზებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ოსური მხარეც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2017 წლის მარტის ბოლოდან შეძლებენ.

აფხაზეთი, სოხუმი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

აფხაზეთი, სოხუმი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი