ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით აზერბაიჯანში ცხრადღიანი დასვენება გამოცხადდა

21 მარტი, 2017 • 1779
ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით აზერბაიჯანში ცხრადღიანი დასვენება გამოცხადდა

18-დან 26 მარტის ჩათვლით ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით აზერბაიჯანში არასამუშაო დღეები გამოცხადდა. სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად დასვენების დღეებია სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც.

ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით ამდენივედღიანი დასვენება იყო გამოცხადებული აზერბაიჯანში 2016 წელსაც.

დღესასწაულის აღნიშვნა აზერბაიჯანში წელსაც მასშტაბურად ჩაივლის. ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით, დედაქალაქში, გამოფენა გაყიდვები, თეატრალური წარმოდგენები, მასტერკლასები და კონცერტები გაიმართება.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა. დღესასწაული კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. მიიჩნევა, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს. 2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

ეროვნული დღესასწაული ნოვრუზი აზერბაიჯანში; ფოტო: გიუნელ საფარი

ეროვნული დღესასწაული ნოვრუზი აზერბაიჯანში; ფოტო: გიუნელ საფარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი