ახალი ამბები

მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკაში გარდაიცვალა

20 მარტი, 2017 • 3209
მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკაში გარდაიცვალა

“დეილი მეილის” ცნობით, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი დევიდ როკფელერი. როკფელერი დღეს დილით   საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.

ის როკფელერების ოჯახში მისი თაობის ბოლო წარმომადგენელი იყო. დევიდ როკფელერი იყო “შტანდარტ ოილის” დამფუძნებლის, ჯონ როკფელერის შვილიშვილი. თავის მეასე დაბადების დღის აღსანიშნავად  მილიარდერმა 1000 აკრი [1 აკრი = 4.047 კვ. მეტრს] მიწა გასცა აშშ-ის მაინის შტატში, ეროვნულ პარკთან ახლოს.

“ფორბსის” მონაცემებით, დევიდ როკფელერი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 581-ე ადგილზე იყო, მისი ქონება 3,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი