კრედო

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედო” ბანკად გადაკეთდა

2017 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს “კრედო ბანკზე” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. სს “კრედო ბანკი” საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, კრედოს 2014 წლიდან ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც თავის მხრივ მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და წარმოდგენილია ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.

თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სს “კრედო ბანკის” 62 ფილიალი მუშაობს. კომპანიის მთავარი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა და, ზოგადად, საქართველოში მცირე და მიკრობიზნესის განვითარებაა.

სს “კრედო ბანკის” საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-10 პოზიციას დაიკავებს. დღეისათვის, სს კრედო ბანკისათვის ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.