ახალი ამბები

ანონსი – 21 მარტი

20 მარტი, 2017 • 1506
ანონსი – 21 მარტი

გთავაზობთ 21 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

09:30  საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდება. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. N8, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული).

11:00 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროქტთა პაკეტზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს განიხილავს. მისამათი: თბილისი, რუსთაველის გამზ. N8,
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

11:00 საათზე შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებს და თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხდებიან. შეხვედრა გაიმართება სახალხო დამცველის აპარატში, მის: ნინო რამიშვილის N6.

11:00 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  ევროკავშირის დაფინანსებული EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის  სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, სოციალურ მუშაკთა  საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მისამართი: სასტუმრო რუმსი.

11:00 საათზე ,2011 წლის 26 მაისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებულია “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

12:00 საათზე, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.

14:00 საათზე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავშირი “ჩვენი ბავშვების“ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დახმარებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით “ჩვენი ხმა საზოგადოებაში”. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. N8, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კვლევის ,,კონფლიქტები სასკოლო სივრცეში“ და არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების პრეზენტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი