ახალი ამბები

ქარმა გორში სახლის სახურავი დააზიანა, თბილისში ორ ავტომობილს ხის ტოტი დაეცა

20 მარტი, 2017 • 2423
ქარმა გორში სახლის სახურავი დააზიანა, თბილისში ორ ავტომობილს ხის ტოტი დაეცა

თბილისში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილი ხის ტოტები ორ ავტომობილს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არავინ დაშვებულა.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ქარმა გორში საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, თუმცა არავინ დაშავებულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს თბილისში 10-15/20-25/28 მ/წმ სიძლიერის ქარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ გამოძახებები ხის ტოტების მოგლეჯვისა და ბილბორდების დაზიანებების შესახებ ძირითადად შედის დიღმიდან და გლდანიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი