ახალი ამბები

საქართველო ბედნიერების ინდექსით 125-ე ადგილზეა

20 მარტი, 2017 • 2144
საქართველო ბედნიერების ინდექსით 125-ე ადგილზეა

გაერთიანებული ერების სააგენტოს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა, ხოლო 155 ქვეყნის რეიტინგში საქართველოს ბედნიერების მაჩვენებლით 125-ე ადგილი უჭირავს.

ბედნიერების შესახებ მომზადებული ანგარიში რეალურად ზომავს ბედნიერების სუბიექტურ აღქმას – რამდენად ბედნიერად გრძნობენ ადამიანები თავს და რატომ.

ნორვეგიის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი არიან. ხალხი კი ყველაზე ნაკლებად ბედნიერებად თავს ცენტრალურ აფრიკაში გრძნობს. რაც შეეხება ბრიტანეთს,  სიაში მეცხრამეტეა, ხოლო აშშ მე-14 ადგილზეა.

ქვეყნები, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, ბედნიერების კუთხით დაბალი მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, სირია 155 ქვეყნიდან 152-ე ადგილზეა,

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში გაერომ დღეს, 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

ბედნიერი ქვეყნები

[checklist]

  • ნორვეგია
  • დანია
  • ისლანდია
  • შვეიცარია
  • ფინეთი
  • ნიდერლანდების სამეფო
  • კანადა
  • ახალი ზელანდია
  • ავსტრალია
  • შვედეთი

[/checklist]

[red_box]ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები[/red_box]

[crosslist]

  • იემენი
  • სამხრეთ სუდანი
  • ლიბერია
  • გუინეა
  • ტოგო
  • რუანდა
  • სირია
  • ტანზანია
  • ბურუნდი
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

[/crosslist]

მსგავსი ანგარიში 5 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. ნორდიკული ქვეყნები მუდმივად სიის სათავეში არიან. 2013 წლის ანგარიშთან შედარებით საქართველომ პოზიცია გაიმჯობესა. 2013 წელს საქართველო 150 ქვეყნიდან 134-ე ადგილს იკავებდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი