ახალი ამბები

შოთაძე: პროკურატურა არავისგან არანაირ დირექტივებს არ იღებდა და იღებს

20 მარტი, 2017 • 1724
შოთაძე: პროკურატურა არავისგან არანაირ დირექტივებს არ იღებდა და იღებს

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მისი უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით არავისგან არანაირ დირექტივებსა არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. შოთაძის თქმით, პროკურატურის ერთადერთი დირექტივა მხოლოდ კონსტიტუცია და კანონია.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არავისგან არაფერს არ ვღებულობთ. ჩვენ თითოეულ სისხლის სამართის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდიანრე. არანაირ დირექტივებს და მესიჯებს პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს; ჩვენთვის ერთადერთი დირექტივა არსებობს საქართველოს კონსტიტუცია და კანონები,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

19 მარტს “P.S.”-ში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები წინასწარ იღებენ მთავრობისგან შეტყობინებებს, თუ რა უნდა ილაპარაკონ მედიასთან. სიუჟეტის მიხედვით, ერთ–ერთი დირექტივა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის საქმესაც შეეხებოდა, სადაც “ქართულ ოცნებას” ქიბარ ხალვაშის პოზიცია უნდა დაეცვა. სიუჟეტის მიხედვით, მმართველი გუნდის წევრები დირექტივებს ელექტორნული ფოსტით იღებდნენ, ხოლო დეპუტატებთან ერთად იგივე მესიჯები ეგზავნებოდათ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი