ახალი ამბები

პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

20 მარტი, 2017 • 1915
პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 20  მარტს მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, უკვე დაანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი