ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებმა 6 საათიან შეხვედრაზე

19 მარტი, 2017 • 1841
რაზე ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებმა 6 საათიან შეხვედრაზე

დღეს, 19 მარტს, კაჭრეთში, სასტუმროში “კაჭრეთის ამბასადორი”, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

“რამდენიმე მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხს ეხებოდა. ბევრი მნიშვნელოვანი თემატიკა განვიხილეთ, დებატებისგან თავს შევიკავებ. ჩვეულებრივი ტიპის საორგანიზაციო შეხვედრა იყო, ასეთი თბილისშიც ბევრი გვაქვს ხოლმე”, – განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე. დაუჭერენ თუ არა მხარს ვახტანგ ხმალაძის შემოთავაზებულ ვარიანტს, ამაზე არაფერი უთქვამს.

“[ხმალაძის ინიციატივას დაუჭერენ თუ არა მხარს], ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი, ერთ-ერთი საკითხი, რომლიც განიხილება არის ეს და ჩვენ სერიოზულად ვმსჯელობთ ამ ვერსიაზეც, რომელიც ბატონმა ვახტანგმა წარმოადგინა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი