ახალი ამბები

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა

19 მარტი, 2017 • 1381
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 19 მარტს, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი