ახალი ამბები

ბუკინისტების მხარდასაჭერად თსუ-ს პირველ კორპუსთან 20 მარტს აქცია გაიმართება

19 მარტი, 2017 • 1671
ბუკინისტების მხარდასაჭერად თსუ-ს პირველ კორპუსთან 20 მარტს აქცია გაიმართება

“აუდიტორია 115” აცხადებს, რომ ხვალ, 20 მარტს, ბუკინისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქცია 15:00 საათძე ტსუს-ს პირველი კორპუსის წინ გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გავრცელდა.

“აუდიტორია 115” აცხადებს, რომ გასულ კვირას მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მშრომელი ბუკინისტები გააფრთხილეს. ჩინოვნიკებმა დახლების მფლობელებს რამდენიმედღიანი ვადა მისცეს და წიგნების ალაგებისკენ მოუწოდეს.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბუკინისტები საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. მათი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო პროცესთან. ძველი წიგნების შემგროვებელთა დახმარებით უამრავი პროფესორი და სტუდენტი ახერხებს შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასად კლასიკური ლიტერატურის სასურველი ნიმუშების მოძიებას. ჩვენი უნივერსიტეტის მისადგომებთან გაშლილ თაროებზე არაერთხელ აღმოგვიჩენია წლობით ნანატრი გამოცემების უნიკალური ეგზემპლიარები. ბუკინისტებსა და უნივერსიტეტელებს შორის სრული ნდობა არსებობს. ალბათ, ამიტომაც ჩვენს პარტნიორებს ბევრი ჩვენგანისთვის დიდი დავიდარაბის გარეშე, დიდი ხნით ნისიადაც კი დაუთმიათ საინტერესო წიგნები”, – წერენ “აუდიტორია 115”-ის წევრები.

აქიის ორგანზიატორები აპირებენ, რომ თსუ-ის სტუდენტები პირველი კორპუსის ალაყაფის კარის მიმდებარედ განლაგებულ მიწისქვეშა გადასავლელთან შეიკრიბონ. შეკრებილებს მიწისქვეშა გადასავლელთან თავისუფალი მიკროფონი დახვდებათ. ნებისმიერს შეეძლება მიკროფონთან მისვლა და მის მიერ ბუკინისტებთან შეძენილი წიგნის შესახებ საუბარი.

ქუჩაში ნაყიდ გამოცემათა შესახებ მოკლე მსჯელობებით სოლიდარობას გამოვუცხადებთ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახების გადასარჩენად წიგნებით ვაჭრობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენიათ, ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი