ახალი ამბები

ხანძარი რუსთავის ქვის საამქროსთან ვაგონში – ნაპოვნია გარდაცვლილი კაცი

19 მარტი, 2017 • 2258
ხანძარი რუსთავის ქვის საამქროსთან ვაგონში – ნაპოვნია გარდაცვლილი კაცი

დღეს, 19 მარტს, დილით რუსტავის ქვის გადდამამუშავებელი ქარსნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაგონს ცეცხლის გაუჩნდა, სადაც გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ლოკალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვაგონში გარდაცვლილი ადამიანი ნახეს, იმსხვერპლა თუ არა იგი ხანძარმა ამას გამოძიება დაადგენს.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი