ახალი ამბები

არ შეიძინოთ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში – გაფრთხილება მოსახლეობას

19 მარტი, 2017 • 2146
არ შეიძინოთ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში – გაფრთხილება მოსახლეობას

დღეს, 19 მარტს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას, არ შეიძინოს პროდუქტი იმ ადგილებში, სადაც არაა დაცული პირობები მათი უსაფრთხებისთვის.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება  სურსათით ინტოქსიკაციის რისკი”, – აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს განცხადებით, განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის,  მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი