ახალი ამბები

უამინდობის გამო ნარდევანი-ფარავნის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

18 მარტი, 2017 • 2175
უამინდობის გამო ნარდევანი-ფარავნის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ნარდევანი-ფარავნის გზაზე, რომელიც კოდა ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ნაწილია, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ხოლო ამავე გზის, ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე აკრძალეულია მისაბმელიანი, ნახევრად_მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება. სხვა სახის ავტომობილების გადაადგილება გზის ამ მონაკვეთზე დაშვებულია.

ფოტო: ბორის კარსლიანი

 

სოფელი ფოკა

ფოტო: რადიო ნორი

მასალების გადაბეჭდვის წესი