ახალი ამბები

პროკურატურა დეკანოიძის შვილს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

17 მარტი, 2017 • 2334
პროკურატურა დეკანოიძის შვილს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

საქართველოს პროკურატურამ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შვილსათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. თორნიკე კოპალეიშვილი ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

როგორ პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ამიტომ პროკურატურამ მასთან პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.

კოპალეიშვილი 14 მარტს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდა.

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე 2014 წელს უკრაინაში გაემგზავრა. ის უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იყო, თუმცა პოსტი გასულ წელს დატოვა. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და პოლიტიკური აქტივობა დაწიყო ენმ-სთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი