ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მოქალაქეთა 23 სარჩელს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპული სასამართლო განიხილავს

17 მარტი, 2017 • 1706
სომხეთის მოქალაქეთა 23 სარჩელს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპული სასამართლო განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2016 წლის აპრილში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მოქალაქეთა 23 სარჩელი წარმოებაში მიიღო.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენელის გევორქ კოსტანიანის ცნობით, 2016 წლის აპრილში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ოჯახის წევრების მიერ ევროპულ სასამართლოში სულ 700-ზე მეტი სარჩელი იყო გაგზავნილი. საქმეები იმ დანაშაულებებს შეეხება, რომელიც რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა.

სომხეთის ხელისუფლება აღნიშნულ საქმეებზე მესამე მხარეს წარმოადგენს და სასამართლოს საკუთარ პოზიციას წარუდგენს.

2016 წლის აპრილში მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ასევე აზერბაიჯანის მხარის 5 სარჩელი.

 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი