ახალი ამბები

კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ზვავის გამო უცხოელი მოთხილამურე დაიღუპა

17 მარტი, 2017 • 2593
კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ზვავის გამო უცხოელი მოთხილამურე დაიღუპა

კობი-გუდაურის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად უცხოეთის მოაქალაქე დაიღუპა, რომელიც ჯგუფთან ერთად კობის მხარეს გაუკვალავ თოვლში სრიალდებდა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭირაქაძე ამბობს, სტიქიის შედეგად სხვა ადამიანები არ დაშავებულან.

ჭირაქაძის თქმით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟბული იყო გამაფრთხილებელი ნიშნები:

“ზვავი ჩამოწვა კობის მხარეს, სადაც გადადიან გაუკვალავ თოვლში მოყვარული მოთხილამურეები და სრიალებენ.  იქ საბაგიეროები არ დგას  და არც დატკებნილი ტრასებია. ჩვენ გვაქვს იქ გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ ზვავსაშიშია, მაგრამ ძირითადად ამას არ ითვალისწინებენ,” – ამბობს ირაკლი ჭირაქაძე.

მისივე თქმით, გარდაცვლილი უცხოეთის მოქალაქეა, ცხედარი დაღუპულის ჯგუფის წევრებმა ამოიყვანეს თოვლიდან. მაშველებმა ის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი